Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გამოცხადდა მიღება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამებზე

თსუ რექტორის N 161/01-01 ბრძანებით (31.07.2025) გამოცხადდა მიღება 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე.

განისაზღვრა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის დოქტორანტურაში მიღების ვადები:

 

ა) დოკუმენტაციის მიღება: 22 – 29 აგვისტო;

ბ) გამოცდა უცხო ენაში (ინგლისური, ფრანგული, გერმანული): 4 სექტემბერი;

გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება: 8 სექტემბერი (14:00 საათი);

დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება: 8 სექტემბერი - 10 სექტემბერი (14:00 საათამდე);

ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება: 10 სექტემბერი;

ვ) დოქტორანტობის იმ კანდიდატთათვის, რომლებმაც დაადასტურეს/ჩააბარეს გამოცდა გერმანულ ან ფრანგულ ენაში:

 

  • გამოცდა ინგლისურ ენაში: 11 სექტემბერი;
  • ინგლისური ენის გამოცდის შედეგების გამოცხადება: 12 სექტემბერი;
  • ინგლისური ენის გამოცდის შედეგების გასაჩივრება: 13-14 სექტემბერი;
  • ინგლისური ენის გამოცდის აპელაციის შედეგების გამოცხადება: 15 სექტემბერი.

 

ზ) გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი): 11-12 სექტემბერი; ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთათვის გამოცდის წერით კომპონეტს ანაცვლებს დოქტორანტის მიერ წერილობითი სახით წარმოდგენილი სადოქტორო კვლევის თეზისის/პროექტის შეფასება (იხ. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის დებულება:

https://tsu.ge/assets/media/files/87/%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%92/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%9D%20(%E1%83%93%E1%83%90%E1%83%93%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%20N7-2025)%20%E1%83%B0%E1%83%A3%E1%83%9B.%20%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%99.%20%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90.pdf)

თ) გამოცდის წერითი კომპონენტის/ სადოქტორო კვლევის თეზისის / პროექტის შედეგების გამოცხადება: 15 სექტემბერი;

ი) გამოცდის წერითი კომპონენტის / სადოქტორო კვლევის თეზისის / პროექტის შედეგების გასაჩივრება: 16-17 სექტემბერი;

კ) აპელაციის წერითი კომპონენტის / სადოქტორო კვლევის თეზისის / პროექტის შედეგების გამოცხადება: 18 სექტემბერი;

ლ) გამოცდა სპეციალობაში (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტისათვის გასაუბრება მიმღებ კომისიასთან – 18 სექტემბერი; (დოქტორანტობის კანდიდატი გასაუბრრებაზე დაიშვება კომისიის მიერ კვლევის თეზისის/პროექტის დადებითად შეფასების შემთხვევაში);

მ) ხელშეკრულების გაფორმება დოქტორანტობის კანდიდატებთან: 19-22 სექტემბერი;

ნ) საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისთვის დოქტორანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა: 23 სექტემბერი.

 

4. განისაზღვრა თსუ-ს ფაკულტეტების მიმღებ კომისიებში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

ა) განცხადება თსუ-ს რექტორის სახელზე;

ბ) განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV);

გ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2025 წლის მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);

დ) ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი დოკუმენტი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული);

ე)  პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ვ)  სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა;

ზ)  სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა;

თ) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); დოქტორანტობის კანდიდატს მოეთხოვება ინგლისური, გერმანული ან ფრანგული ენის არანაკლებ B2 დონეზე ცოდნა. გერმანული ან ფრანგული ენის ცოდნის დადასტურების შემთხვევაში, დოქტორანტს მოეთხოვება ინგლისური ენის ცოდნის დადასტურება არანაკლებ B1დონეზე. იმ შემთხვევაში, თუ დოქტორანტი სამეცნიერო კვლევის ემპირიულ ბაზად ირჩევს ინგლისურ/გერმანულ/ფრანგულ ენას, მას მოეთხოვება ამ უცხოური ენის C1 დონეზე ცოდნა;

ი) ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); თუ კვლევის ემპირიული ბაზა არის ქართული - ქართული ენის ცოდნის C1 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

კ) შესაბამის სფეროში წინარე ნაშრომი/პუბლიკაცია ან/და სამეცნიერო-კვლევით პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ლ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

მ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ნ) ფოტოსურათი (3X4) – 2 ცალი;

ო) სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სადოქტორო პროგრამა.

 

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის დებულების თანახმად, სადოქტორო პროგრამებზე ჩაბარების მსურველმა ზემოთ მითითებულ დოკუმენტებთან ერთად წერილობითი სახით უნდა წარმოადგინოს სადოქტორო კვლევის თეზისი/პროექტი (სადოქტორო კვლევის თეზისის/პროექტის გეგმა იხ. აქ:

https://tsu.ge/assets/media/files/87/17/02/%E1%83%99%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%95%E1%83%98%E1%83%97%E1%83%98%20%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%92%E1%83%94%E1%83%92%E1%83%9B%E1%83%90___.pdf

კომისიის მიერ კვლევის თეზისის/პროექტის დადებითად შეფასება (სადოქტორო კვლევის პროექტის შეფასების კრიტერიუმები იხ. აქ:

https://tsu.ge/assets/media/files/87/%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%92/%E1%83%99%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%95%E1%83%98%E1%83%97%E1%83%98%20%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A2.%20%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%90.pdf) არის დოქტორანტობის კანდიდატის მიმღებ კომისიასთან გასაუბრებაზე გასვლის წინაპირობა.

(დოქტორანტურაში მიმღებ კომისიასთან გასაუბრების შეფასების კრიტერიუმები იხ. აქ:

https://tsu.ge/assets/media/files/87/17/02/%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0.%20%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%90_.pdf)

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამის სადოქტორო პროგრამაზე მიღების წინაპირობებს (ინფორმაცია ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამების შესახებ შეგიძლიათ ნახოთ ფაკულტეტის ვებგვერდზე:

https://tsu.ge/ka/faculty/184/%E1%83%B0%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A%20%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90%20%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%98/programs?search=&level=213)

 

იხ. დანართი 1: ვაკანტური ადგილების რაოდენობა

 

კონსულტაციებისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურს. საკონტაქტო ელ.მისამართები:

ekaterine.navrozashvili@tsu.ge   nino.popiashvili@tsu.ge  pikria.vardosanidze@tsu.ge

თარიღი: 01/08/2025